2023-10-17

  • ახალი ბიოლოგიური მარკერი გახანგრძლივებულ კოვიდზე
  • ახალი სამეცნიერო მიგნებიდან გამომდინარე, ადამიანთა ნაწილს, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს, სეროტონინის გამომუშავებისა და გამოყოფის პრობლემა აღმოაჩნდა. 

    კვლევის თანახმად, რომელიც ორშაბათს ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებს პენსილვანიის უნივერსიტეტიდან აქვთ მოსაზრება, რომ ორგამიზმში სეროტონინის ნაკლებობა გამოწვეულია ნაწლავებში დარჩენილი, ბოლომდე არგაწმენდილი, ვირუსული ნარჩენების უარყოფითი მუშაობით. 

    მეცნიერები ამბობენ, რომ სეროტონინის შემცირებით შესაძლოა აიხსნას მეხსიერების პრობლემები და გახანგრძლივებული კოვიდის ზოგიერთი სხვა სიმპტომი, მათ შორის, შეცვლილი ნევროლოგიური თავისებურებები, კოგნიტური უნარების შესუსტება და სხვა მსგავსი მოვლენები.

    სეროტონინის ნაკლებობა ერთ-ერთი შესამჩნევი ბიოლოგიური ცვლილებაა, რომელიც ორგანიზმში ხდება, სხვა მრავალს შორის, ისეთ ადამიანებში, რომლებსაც კოვიდის ინფექცია გაურთულდათ - ორგამიზმმა ბოლომდე ვერ შეძლო მისგან გათავისუფლება და სისტემიდან გამოდევნა. 

    ეს ცვლილება ერთ-ერთი აღსანიშნავი ბიოლოგიური მარკერია, ასევე საინტერესო იმ კუთხითაც, რომ მას ვერ აღიქვამს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის საშუალებები, მათ შორის, რენტგენის სხივები და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მრავალფეროვნად შეიძლება გართულდეს კოვიდ-ინფექცია ადამიანის ორგანიზმში. 

    მეცნიერები მიუთითებენ მკურნალობის გზეზე, მათ შორის, ისეთი წამლების მიღებაზე, რომლებიც თავის ტვინში სეროტონინის გამომუშავებასა და სისხლში მის გაშლასა და ორგანიზმში მის ჯეროვან გავრცელებას უწყობენ ხელს. 

    მეცნიერები ასევე ფიქრობენ, რომ მათი ადრეული დასკვნა კიდევ ერთხელ გააერთიანებს მნიშვნელოვან თეორიებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას იწვევს გახანგრძლივებული კოვიდ-ინფექცია ადამიანის ორგანიზმში: რამდენად ფართოა სხეულში დარჩენილი ვირუსების ნაშალის მოქმედების არეალი, ანთებითი პროცესების, სისხლის შედედებისა და ავტოიმუნური ნერვული სისტემის დისფუნქციის სახით. 

    “ყველა ეს სხვა ჰიპოთეზა სეროტინინთან დაკავშირებით, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მისი გამომუშავებისა და სისხლში გამოყოფის გზების შეფერხებასთან”, - აღნიშნა ქრისტოფ თაისმა, რომელიც მთავარი მკვლევარი იყო სტატიის ფარგლებში, რომელიც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა და რომელიც ასევე არის პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის სკოლის ასისტენტ-პროფესორი მიკრობიოლოგიაში.

    “ეს ბრყინვალე კვლევაა, რომ მეტი გავიგოთ იმაზე, როგორ იყენებს გახანგრძლივებული კოვიდი სეროტონინის გამოყოფის შემცირებას, როგორც უარყოფით მექანიზმს, მიმდინარეს ადამიანის ორგანიზმში”, - თქვა აკიკო აივასაკიმ, რომელიც იმუნოლოგია იელის უნივერსიტეტში.

    აკიკომ და მისმა კოლეგებმა მაუნთ საინაის იკანის სკოლიდან ახლახანს გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც სხვა ბიოლოგიურ მარკერებს უკავშირებს გახანგრძლივებულ კოვიდ-ინფექციას. ამ ბიოლოგიურ მარკერებს შორისაა სისხლში ჰორმონ კორტიზოლის კონცენტრაცია. 

    ახალი სამეცნიერო კვლევები უფრო და უფრო მეტ ნათელს ჰფენენ გახანგრძლივებული კოვიდის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოყოფენ რა ახალ ბიოლოგიურ მარკერებს, რომლებიც ორგანიზმში კოვიდ ინფექციის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე ჩნდება და, გარკვეული პერიოდი, რჩება, უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხზე და ასე შემდეგ.

     

     

     

     მასალა ადაპტირდა სტატიიდან → Scientists Offer a New Explanation for Long Covid