ფერები



ჩახურვა X

“კაქტუსი” ეძებს სანდო, სამეცნიერო ინფორმაციას ჯანმრთელობისა და გარემოს დაბინძურების შესახებ საერთაშორისო წყაროებზე, თარგმნის მას ქართულ ენაზე, რათა გლობალური ცოდნა ხელმისაწვდომი იყოს იმ ქართველი მკითხველისთვის, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, სამეცნიერო იდეებისა და ფაქტებზე დაფუძნებული მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით.

სანდო სამეცნიერო წყაროების თარგმნასთან ერთად, “კაქტუსი” შესაბამის მონაცემებს ითხოვს საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან, რათა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო აღმოჩენებს ქართული კონტექსტი მოუძებნოს, აღმოაჩინოს მსგავსება თუ განსხვავება და წარუდგინის ის ქართველ მკითხველს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს, “კაქტუსი” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართულენოვანი წყარო იყო საქართველოში, რომელიც თავს უყრიდა ყველაზე სანდო სამეცნიერო წყაროებს და თარგმნიდა მათ ქართულ ენაზე. ამ დროს შეიქმნა განახლებადი ინფორმაცია როგორც COVID-19 ვაქცინების გლობალურ მარაგებსა და წარმოებაზე, ასევე სამკურნალო საშუალებებზე და საქართველოში ვაქცინების მარაგებსა და სხვადასხვა მიზეზით გამოუყენებელი/გადაყრილი COVID-19 ვაქცინების შესახებ. “კაქტუსის” წყაროებს და მოპოვებულ მონაცემებს იყენებდნენ როგორც ტელევიზიები, ასევე ელექტრონული მედია.

2018 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დროს, “კაქტუსმა” გააშუქა ისეთი თემები, როგორებიცაა ძუძუს მოკვეთის [მასტექტომიის] გავლენა ქალების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და მათი ინფორმირებულობის დონე საქართველოში, ე.წ. “კლუბური ნარკოტიკების” შესახებ ცნობიერება ქართველ ახალგაზრდებში და მათი მიღების გავლენა ჯანმრთელობაზე; გარემოს დაბინძურების გავლენა ქალთა ჯანმრთელობაზე და მსგავს საკითხებზე. სხვადასხვა დროს, “კაქტუსის” ფინანსურ მხარდამჭერთა შორის იყვნენ/არიან ქალთა ფონდი საქართველოში, ღია საზოგადოების ფონდი, USAID, გერმანული მედია-ორგანიზაცია n-ost და ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი.

“კაქტუსი” აგრძელებს გლობალური და ლოკალური მონაცემებისა და სამეცნიერო ფაქტების მოგროვებას ჯანმრთელობის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაბინძურების შესახებ, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისა და საჭირო ცვლილებების პროვოცირების მიზნით. საქართველოში გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები ძალიან ნაკლულია - ღარიბი ქვეყნისთვის ხარისხიანი მონაცემების მოგროვება ჯერ კიდევ არაა აქტუალური, ან პრიორიტეტული. მოსახლეობაში დაბალი ცნობიერებისა და სხვა სასიცოცხლო პრობლემების მოუგვარებლობის გამო, მათი გააქტიურება ყოვნდება.

“კაქტუსის” მიზანია, გლობალური, საუკეთესო გამოცდილების ჩვენებით, ლოკალურად, მკითხველის გავლით, მოსთხოვოს მთავრობას სამთავრობო მონაცემების უკეთ მოგროვებასა და გაციფრულებაში მეტი ინვესტიციის ჩადება, სამომავლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფის მიზნით.