რა არის ორგაზმი?
ორგაზმი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დამაინტრიგებელი, სისავსის მომტანი სხეულებრივი და ემოციური შეგრძნებაა.
ორგაზმს ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილთა ერთობლივი მუშაობა წარმოშობს, რომელთა თანამონაწილეობა სიმფონიური ორკესტრის კონცერტს ჰგავს, სადაც ყველა მუსიკოსისა და ინსტრუმენტის წილი ჩაუნაცვლებელია.
ორგაზმი სხვადასხვა გზით მიიღწევა: მათ შორის, ვაგინალური, ანალური და ორალური სექსით, პენეტრაციით, [პენისით] პენეტრაციის გარეშე ან მასტურბაციით. ორგაზმის მიღწევა ასევე შეიძლება სექს სათამაშოების საშუალებით - მგრძნობიარე ვიბრატორებით ან ეროტიული ელექტროსტიმულატორით.
ორგაზმის მიღწევა ძუძუს კერტების ან სხვა ეროგენული ზონების სტიმულირებითაც შეიძლება. მრავალჯერადი ორგაზმიც არსებობს და უფრო ქალებშია ხოლმე გავრცელებული, ვიდრე კაცებში, მაგრამ საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მრავალჯერადი ორგაზმი ერთმანეთის მიყოლებით ხდება, დროის მოკლე მონაკვეთში [რამდენიმე წამის შუალედში].
ქალებში ორგაზმი ყველაზე ხშირად და მარტივად კლიტორის სტიმულირებით მიიღწევა. კლიტორალური ორგაზმი უფრო მარტივი მისაღწევი იმიტომ არის, რომ კლიტორის თავზე, - ანუ იმ ნაწილში, რაც ზემოდან ჩანს, - დაახლოებით 8 000 სენსორული ნერვული დაბოლოებაა [რაც რაოდენობით იგივეა, რაც პენისის ნერვული დაბოლოებების რაოდენობა, ან უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში].
კლიტორი, სტრუქტურით, ძალიან ჰგავს პენისს, და კლიტორის სტიმულირებით მიღწეული ორგაზმი ისეთივე მძლავრია, როგორც პენისით მიღწეული.
ქალებში, ძუძუს სტიმულაციით, როგორც სექსის წინარე პრელუდია, ან სექსის გარეშე, მხოლოდ ძუძუს კერტებით, სტიმულირებითაც აღიწერა, როგორც მსუბუქი, ასევე საკმაოდ ძლიერი ორგაზმი, რასაც ხშირად ძუძუთი ან კერტით გამოწვეულ ორგაზმს ეძახიან. თავიდან ორგაზმის ძუძუს კერტით სტიმულირება მეცნიერმა ბარი კომისარუკმა და კოლეგებმა 2011 წელს, ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის [functional magnetic resonance imaging (fMRI)] საშუალებით გამოიკვლიეს, მტკიცებულებითი ფორმით.
მანამდე ძუძუს სტიმულირებით ორგაზმი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებად ითვლებოდა და უფრო მყარი, ვიზუალური მტკიცებულება არ არსებობდა. კომისარუკის კვლევა პირველი იყო, რომელმაც ქალის გენიტალიების სენსორული ნაწილი თავის ტვინთან დააკავშირა - ამ პროცესის რუკა შექმნა; ეს მიანიშნებს, რომ ძუძუს სტიმულირებით თავის ტვინის ის ნაწილები აქტიურდება, რომლებიც ვაგინის, კლიტორისა და საშვილოსნოს ყელის სტიმულირებით აქტიურდებიან. ამ კვლევამ მიანიშნა, რომ იქ აღწერილი ორგაზმები გენიტალური ორგაზმები იყო, რომელიც ძუძუს სტიმულირებით მიიღწა და ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ძუძუ/კერტი შესაძლოა იყოს გენიტალური სენსორული კორტექსის ნაწილი [“თავის ტვინის გენიტალური ტერიტორიები”].
თავის ტვინის გენიტალური ტერიტორიები | ილუსტრატორი: ეკატერინე ლოლუა |
მასალა: ტუში, ქაღალდი
ამ კვლევის ფარგლებში, კომისარუკმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მონაცემები აჩვენებს, რომ ძუძუ/კერტი თავის ტვინის შესაბამის ნაწილებს პირდაპირ, საშვილოსნოსთან მედიაციის გარეშე, უკავშირდება. ამ ჰიპოთეზას იმით ამყარებდა, რომ კაცების შემთხვევაშიც, ძუძუს კერტის სტიმულირების დროს თავის ტვინის იგივე უბნები გააქტიურდა, რაც ქალების შემთხვევაში.
თავის ტვინის როლი ორგაზმის მიღწევაში
ორგაზმის მიღწევაში ცენტრალური როლი თავის ტვინსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას უჭირავს. ეს დამტკიცებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით [CT], ელექტროენცეფალორაფიით [EEG] და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიით [PET]. კლიტორის სტიმულირების დროს, თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შიშზე, შფოთსა და ქცევით კონტროლზე, დროებით სუსტდება. როცა ორგაზმი პიკს აღწევს, ქალის თავის ტვინის ემოციური ცენტრები სრულიად ითიშება და ტრანსის მსგავსი შეგრძნება დგება.
2005 წელს, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების [European Society of Human Reproduction and Embryology, ESHRE] შეკრებაზე, ნევროლოგმა გერტ ჰოლსტიჯმა, ასე დაახასიათა ეს ყველაფერი: “ორგაზმის პიკში, ქალებს არანაირი ემოციური გრძნობები არ აქვთ.”
ფილიპ ტაიტელბაუმმა, ილინოისის უნივერსტიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორმა, თავის ტვინი, რომელიც ორგაზმული შეგრძნებებების მთავარი დირიჟორია, მრავალფუნქიურ სახლს შეადარა. მნიშვნელობა არ აქვს, ამ “სახლის” რომელ ფანჯარაში შეიხედავთ და როგორ შეხედავთ თავის ტვინს - მის ქცევით, ნევროლოგიურ, ანატომიურ თუ ფარმაკოლგიურ ნაწილს. ორგაზმის ფენომენს იმდენი განსხვავებული გაგება და ასპექტი აქვს - პოეტურიდან დაწყებული და სამედიცინოთი დამთავრებული - რომ ყველა პერსპექტივის ავტორმა შეიძლება იდავოს მისი თეორიის უდავო ჭეშმარიტებაზე, მაგრამ მხოლოდ რომელიმე ერთი თეორია, რაც არ უნდა საინტერესო არ იყოს, მაინც ვიწროა მისი მრავალფეროვნების აღსაწერად.
მხოლოდ წმინდად სამედიცინო ნაწილი სათანადოდ ვერ მოიცავს ორგაზმის ემოციურ, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას და იმ სულიერ და ფიზიკურ სისავსეს, რაც მას მოაქვს. ხოლო ისინი, რომლებიც ორგაზმს მხოლოდ ამა თუ იმ ვიწრო კუთხით განიხილავენ, მის სხვა მნიშვნელოვან შემადგენლებს უგულებელყოფენ.
სინამდვილეში, ორგაზმზე თითოეული პერსპექტივა ვალიდურია და ამავე დროს, თითოეულს, ცალკე აღებულს, აქვს უდიდესი შეზღუდვა, - იმდენად მრავალფეროვანია ორგაზმი და ნებისმიერი ვიწრო კუთხიდან განხილვა მის დიდებულებას და ყოვლისმომცველობას ბოლომდე ვერ მოიცავს.
ენციკლოპედია “ბრიტანიკას” მიხედვით [1], ორგაზმი, - სიამოვნების მწვერვალი, სექსუალური აღგზნებისა და კმაყოფილების აღმატებული მდგომარეობაა, რომელიც დაძაბულობის მოხსნითა და კუნთების მოშვებით მთავრდება.
ორგაზმი არის მოვარდნილი, უკიდურესი სიამოვნების შეგრძნება, რომლის დროსაც უმალ იმატებს სისხლის წნევა, იწყება მენჯის კუნთების სპაზმი, რომელსაც მოსდევს ქალში ვაგინის, ხოლო კაცში - ურეთრის შეკუმშვა და ეაკულაცია - სპერმის გამოყოფა.
მდედრ და მამრ ადამიანს ორგაზმის შეგრძნება | მიღწევა ჩვილობის დროსაც კი შეუძლია. ორგაზმის მიღწევის უნარი, ბუნებრივია, გრძლედება ბავშვობაშიც, რომლის დროსაც ბავშვები მასტურბირებენ კიდეც და სექსუალურ თამაშებში ერთვებიან.
ორგაზმი ძილშიც შეიძლება დადგეს, ასევე მასტურბაციის ან პენისით ვაგინაში შეღწევის დროს | შედეგად.
ზოგადად, ქალისა და კაცის ორგაზმს შორის განსხვავება ისაა, რომ ქალის ორგაზმის შეწყვეტა და მისი ხელის შეშლა შესაძლებელი და უფრო მარტივია, ვიდრე კაცის - რადგან კაცის შემთხვევაში, ეაკულაციას [სპერმის გამოყოფა] აუცილებლად მოსდევს სწრაფი და გარდაუვალი ორგაზმი.
ორგაზმის დროს ქალიც და კაციც ერთნაირად გრძნობენ კუნთების შეკუმშვას, მაგრამ ქალის ორგაზმი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე კაცის. რაკი კაცის ორგაზმი უფრო სწრაფად და მიზანმიმართულად დგება, ის ასევე სწრაფად იწურება, ვიდრე ქალის.
მას მერე, რაც ქალი ორგაზმს აღწევს, ის რაღაც პერიოდი სექსუალურად აღგზნებული რჩება და შესაძლოა, მიყოლებით რამდენიმე ორგაზმიც კი განიცადოს, მაშინ, როცა კაცი მეორე ორგაზმს უცებ, მალევე ვეღარ [მი]აღწევს - კაცისთვის მომდევნო ორგაზმის დადგომას გარკვეული, “მოსაცდელი პერიოდის” გასვლა სჭირდება.
ორგაზმი, როგორც ფიზიკური და ემოციური გამოცდილება
თითქმის ყველა თანხმდება, რომ ორგაზმი არის გენიტალიების სტიმულირების - კაცების შემთხვევაში პენილური [პენისის], ხოლო ქალების შემთხვევაში - კლიტორალური და ვაგინის ფიზიკური სტიმულირების შედეგად გამოწვეული მძაფრი, სასიამოვნო შეგრძნება.
ბევრი ჩვენგანი, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ორგაზმი მხოლოდ გენიტალიების ან სხვა მნიშვნელოვანი პერიფერიული ნერვული წერტილების სტიმულირების შედეგად მიიღწევა, მაგრამ არსებობს ინდივიდუალური აღწერები და გამოცდილებები, როცა ორგაზმი “არაგენიტალური” სტიმულირებითაც მიიღწა/დადგა.
არსებობს რამდენიმე ქალის მონაყოლი ისტორია, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ორგაზმს ფიქრით/წარმოსახვით მიაღწიეს, - ყოველგვარი ფიზიკური შეხებების ან სტიმულირების გარეშე. აღწერილ შემთხვევებში მათი გულისცემის სიჩქარე გაორმაგდა, მოიმატა სისხლის წნევამ, თვალის გუგები გაფართოვდა, და ტკივილის ატანის დიაპაზონი გაიზარდა [Whipple, Ogden & Komisaruk].
ბევრი ჩვენგანი, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ორგაზმი თავბრუდამხვევ შეგრძნებათა იმდენად მრავალფეროვანი ერთობაა, რომ ერთ ჩარჩოში მისი მოქცევა რთულია. და მაინც, არსებობს ორგაზმის აკადემიური, სამეცნიერო დეფინიციები, რომლებიც, შესაძლოა, ემთხვეოდეს ჩვენს გამოცდილებასა და წარმოდგენებს ორგაზმზე ან ჭკუაში დაგვიჯდეს, როგორც მეტ-ნაკლებად ზუსტი ან/და ჩვენს შეგრძნებებთან მიახლოებული ფორმულირება:
→ სხეულის დროებითი გაფართოება და გადაფურჩქნა, - თითქოს ყვავილი ვყოფილიყავით და ვინმემ მოგვრწყა [Oxford English Dictionary, Simpson & Weiner, 2002]
→ სექსუალური აღგზნების პიკში, ნეიროკუნთოვანი დაძაბულობის დროებითი მოხსნა [Kinsey et al., 1953]
→ სექსუალური სტიმულირების შედეგად გაჩენილი კუნთოვანი დაძაბულობის დროებითი მოშვება და სპაზმების მოხსნა [Masters & Johnson, 1966]
→ სექსუალური და ეროტიული შეგრძნებების ზენიტი, რომელსაც ქალები და კაცები სუბიექტურად ახასიათებენ, როგორც მოზღვავებულ აღტაცებასა და ექსტაზს. ეს პროცესი ერთდროულად დგება თავის ტვინში/ცნობიერში და მენჯის არეში მდებარე გენიტალიებში. მასტიმულირებელი ლოკაციის მიუხედავად, ორგაზმის გამოწვევის შესაძლებლობა ნერვული ქსელის ურთიერთკავშირის შედეგია, რომელიც ამ შემთხვევაში განისაზღვრება, ერთი მხრივ თავის ტვინის მუშაობით, - სხეულის ზედა ნაწილიდან და გენიტალიებით, - სხეულის ქვედა ნაწილიდან. ორგაზმი არ იარსებებდა და არ დადგებოდა, რომ არა ორგანიზმის ამ ორი ნაწილის მჭიდრო ურთიერთკავშირი, სიგნალების გაცვლა და ის არც ზურგის ტვინის კრიტიკული დაზიანების შემთხვევაში დადგებოდა. ამის მიუხედავად, არსებობს მაგალითები, როცა, მონდომების და გაცნობიერებული ქცევების შემთხვევაში, ორგაზმის გამოწვევა მაინც შესაძლებელია, რომელიმე ზემოთხსენებული დაბოლოების ტრავმირების შემდეგაც კი [Money, Wainwright & Hingburger, 1991]
→ იმ პერიოდში, როცა ორგაზმი დგება - ადამიანს თითქოს ეკარგება რეალობის განცდა, კარგავს კავშირს გარემომცველ სამყაროსთან, გარდა იმ ადამიანისა, რომელთან ერთადაც ორგაზმს განიცდის. მოძრაობები სპონტანური და ინტენსიურია.