ადამიანის ორგანიზმს, გარკვეული დოზით, მაღალი ტემპერატურის ატანა შეუძლია. სითბური ტალღები ორგანიზმს დიდ სტრესში აგდებს და ადაპტაციის უნარს უმცირებს და უზღუდავს.
გლობალურად ტემპერატურის აწევის ფონზე, სითბური ტალღები უფრო და უფრო ჩვეულებრივი მოვლენა ხდება და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად სარისკოა ეს ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც სისხლის მატარებელ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
როგორ უმკლავდება ორგანიზმი სიცხეს?
როდესაც ადამიანის ორგანიზმი, გარედან მომავალი ცხელი ტემპერატურის გამო, გადახურებას იწყებს, მისი სისტემა, თავდაცვის მიზნით, გასაგრილებლად მუშაობას იწყებს: უფრო თბილ სისხლს შინაგანი ორგანოებიდან პერიფერიისკენ გადაქაჩავს და უფრო გრილი სისხლის მიწოდებას იწყებს. ეს არის ადამიანის ორგანიზმის სიცხესთან გამკლავების ერთ-ერთი მექანიზმი.
სისხლი სხეულის შიდა ნაწილიდან მის პერიფერიებში გადანაწილდება, რომ სიცხე, კანის საშუალებით, სხეულიდან გამოდევნოს. ამ დროს კანის ზედაპირთან ახლოს კაპილარები სისხლით გადაივსებიან ხოლმე. სწორედ ამიტომ არიან ადამიანები ოდნავ აწითლებულები, როცა სცხელათ.
ორგანიზმის ოფლის გამოყოფას იწყებს. ოფლი ჰაერში ორთქლდება, კანს აგრილებს, და სისხლის ტემპერატურას ამცირებს. უფრო გაგრილებული სისხლი შინაგან ორგანოებში უკან გადაიქაჩება.
შინაგანი ტემპერატურის შესანარჩუბელად ორგანიზმი ამ ორ მექანიზმს იყენებს მაშინაც კი, როდესაც განსაკუთრებით ცხელა.
რა ხდება მაშინ, როცა განსაკუთრებით ცხელა?
როდესაც გარემოში უფრო ცხელა, ვიდრე ადამიანის კანის ტემპერატურაა, ორგანიზმი უფრო მეტ სიცხეს იღებს, ვიდრე მისი გამოდევნა | რეგულირება შეუძლია.
მშრალი კლიმატის პირობებში, ოფლი აორთქლებასა და ორგანიზმის გაგრილებას განაგრძობს, მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი, მაგრამ ეს პროცესი ნაკლებად ეფექტური ხდება მაშინ, როცა ატმოსფეროს ტენიანობა იმატებს.
ძალიან ტენიან გარემოში, ოფლი ვეღარ ორთქლდება; ამის ნაცვლად, ის უბრალოდ შორდება კანს და ვეღარ აგრილებს მას. სწორედ ამიტომ, უფრო მშრალი ატმოსფეროს პირობებში გაგრილება უფრო მარტივია, ვიდრე უფრო ტენიანი სიცხის პირობებში.
იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზმს მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს გასაგრილებლად, რომ სისხლის ცირკულაცია გაიზარდოს ორგანიზმის პერიფერიებში, გულმა უფრო მეტად უნდა იმუშაოს და მეტი სისხლი გადაქაჩოს შესაბამის ადგილებში. ამ დროს გულისცემის სიხშირე იმატებს და სისხლის წნევა დაბლა ჩამოდის [ფიზიკური დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი სითბური ტალღების დროს ისიცაა, რომ წამოდგომის დროს ადამიანებს თავბრუ ესხმით და “გული მისდით”, რადგან სისხლის წნევა დაწეულია]. როცა ორგანიზმი სითხეს კარგავს ოფლიანობის დროს, სისხლი მოცულობაშიც იკლებს, რომელიც სისხლის წნევას კიდევ უფრო ამცირებს.
სიცხე საშიშია ხანდაზმული ადამიანებისთვის და ისეთი ინდივიდებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვთ, როგორებიცაა დიაბეტი, რომელიც ოფლის გამოყოფით რეაქციაზე ახდენს გავლენას. ადამიანები, რომლებსაც სისხლის მატარებელი ორგანოების დაავადებები აწუხებთ, უფრო დიდი პრობლემის წინაშე არიან, რადგან ასეთ დროს ყველაზე დიდი დატვირთვა გულზე მოდის.
თუკი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ, თქვენი ორგანიზმი სიცხეს, მეტ-ნაკლები წარმატებით, გაუმკლავდება იმ დაშვებით, რომ შინაგანი ტემპერატურა ოდნავ აიწევს; როგორც წესი, ეს უსაფრთხოა, თუმცა, სიცხის დისკომფორტი მაინც შეგაწუხებთ, მაგალითად, 104 გრადუსი ცელსიუსისა და 50-პროცენტიანი ტენიანობის პირობებში.
თუკი ორგანიზმი ასეთი ტემპერატურის პირობებში დიდხანს რჩება, შინაგანი ტემპერატურაც მატებას იწყებს და პრობლემები იჩენს თავს.
ორგანიზმის გადახურების საფრთხეები
სიცხისგან გადახურება მაშინ დგება, როცა ორგანიზმში მაღალი შინაგანი ტემპერატურა დგება, რომელიც, როგორც წესი, 101-103 გრადუს ცელსიუსია და რომელსაც თან ერთვის გაუწყლოვნება [ცხელებამაც შესაძლოა ორგანიზმი ასე გადაახუროს, განსაკუთრებით ბავშვებში, რომელიც პრობლემათა იგივე კასკადს იწვევს]. ამ დროს, ორგანიზმი იფიტება და თუკი კუნთები რამე აქტივობას ასრულებენ, ადამიანი მალევე იღლება.
ამ დროს თავის ტვინი სიგნალების გამოშვებას იწყებს, რომელიც გვეუბნება, რომ თუკი რამეს ვაკეთებთ, უნდა შევჩერდეთ, რომ ორგანიზმი კიდევ უფრო არ გადახურდეს. ამ დროს, შესაძლოა, ადამიანს გული აერიოს, თავის ტკივილი დაეწყოს, გული აუჩქარდეს და სუნთქვა სწრაფი და ზედაპირული გაუხდეს.
სითბური ინსულტი როცა დგება, სისხლის წნევა დაბლა ეცემა, რის შედეგადაც შინაგან ორგანოებს საკმარისად არ მიეწოდებათ სისხლი და შესაბამისად, ჟანგბადი. მაღალი ტემპერატურა ასევე იწვევს უჯრედების კვდომას, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ორგანოების უკმარისობა.
ყველაზე მეტად სიცხე შემდეგ ორგანოებზე მოქმედებს: თირკმლები, გული, ნაწლავები და თავის ტვინი.
როცა ორგანიზმი სითხეს კარგავს, თავის ტვინი სიგნალებს აგზავნის, რომ გულმა ნაკლები სისხლი მიაწოდოს თირკმლებს, რათა შეწყდეს შარდის წარმოქმნა და ამ სახით სითხის გამოყოფა ორგანიზმიდან. თირკმლებში მალევე დგება ჟანგბადის ნაკლებობა, რომელმაც, შესაძლოა, თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს.
გული, რომელიც ამ ვითარებაში ისედაც გადატვირთვით მუშაობს, ვერ უმკლავდება მომატებულ მოთხოვნილებას, არ იღებს საკმარის სისხლს და ჟანგბადს. ამან გულს, შესაძლოა, პოტენციურად ზიანი მიაყენოს. ეს განსაკუთრებით საშიშია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც გულის კუნთებს ისედაც ასუსტებენ.
ნაწლავებში არსებული უჯრედები განსაკუთრებით სუსტია ასეთი სიცხის დროს. როდესაც ძალიან ცხელა, ნაწლავების კედლები ზიანდება და იშლება, რომლის დროსაც იქ არსებული ბაქტერიების სისხლში გადასვლის საფრთხეები იზრდება.
სითბური ინსულტისთვის მთავარი დამახასიათებელია დაბნეულობა და დელირიუმი, რადგან ორგანიზმი გადახურებულია და ჟანგბადის ნაკლებობა აქვს. ჰიპოთალამუსი, რომელიც თავის ტვინის ერთგვარი შინაგანი თერმომეტრია, თავის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს და წყვეტს იმ სიგნალების გაგზავნას, რომელიც ორგანიზმს გასაგრილებლად სჭირდება.
შედეგად, მაგალითად, სითბური ინსულტის მქონე ადამიანის ორგანიზმმა, შესაძლოა, ოფლის გამოყოფა შეწყვიტოს მაშინაც კი, როცა შინაგანი ორგანოები გადახურებულია და ეს სხეულს გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება.
კონკრეტულად რამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში, ადამიანმა სითბური ინსულტი ან ორგანოების მუდმივი დაზიანება მიიღოს, სპეციფიურია და კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული - განზოგადება უზუსტოა.
გარკვეულ დონემდე მაღალ ტემპერატურასთან ადაპტაცია შესაძლებელია - ზოგი ათლეტი, მაგალითად, სხეულის გადახურებასა და შინაგანი ტემპერატურის 104 გრადუს ცელსიუსამდე გახურებასაც უძლებს.
თუკი ადამიანს სითბური ინსულტის სიმპტომები დაეწყო, აუცილებელია მისი სხეულის გაგრილება; ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, როდესაც ორგანული დაზიანების შემსუბუქებაზეა საუბარი.
საუკეთესო საშუალება ამ დროს ადამიანის ყინულის აბაზანაში მოთავსებაა. თუკი გარშემო ეს შესაძლებლობა არ არსებობს, ადამიანის სხეულის ცივ ტილოში გახვევაც შესაძლოა იყოს მისი გადარჩენის ერთ-ერთი გზა.
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან → What Extreme Heat Does to Your Body