მონაცემები მოწმობს, რომ წლების განმავლობაში ხშირი ეაკულაცია პროსტატის სიმსივნის რისკებს ამცირებს.
კვლევაში, რომელიც ავსტრალიაში ჩატარადა, სადაც 2 000-ზე მეტი 70 წელს ქვემოთ კაცი იღებდა მონაწილეობას [Giles et al., 2003], რომლებიც იხსენებდნენ, რომ 20, 30 და 40 წლის ასაკში კვირაში საშუალოდ ოთხი ან მეტი ეაკულაცია ჰქონდათ, მნიშვნელოვნად მცირე [⅓-ჯერ ნაკლები] ჰქონდათ პროსტატის სიმსივნის განვითარების რისკი, ვიდრე კაცებს, რომლებსაც სამი ან ნაკლები ეაკულაცია ჰქონდათ იგივე ასაკში, კვირის განმავლობაში.
ამ ანალიზის ფარგლებში მეცნიერებმა დააჯამეს ეაკულაციები როგორც პენეტრაციის, ასევე მასტურბაციის დროს. მეცნიერებმა ის დაშვებაც გააკეთეს, რომ პროსტატის სიმსივნესა და ჰორმონალურ ფაქტორებს შორისაც შესაძლოა ყოფილიყო კავშირი ან ასოციაცია. თუმცა, პროსტატის სიმსივნესა და რომელიმე სპეციფიურ ჰორმონს შორის კავშირი ვერ იპოვეს.
პროსტატის სიმსივნესა და პარტნიორების რაოდენობას, - ინფექციების გადაცემის გაზრდილი რისკების კუთხით - შორის კავშირი არ დადგინდა.
ანალური პენეტრაცია კაცებს შორის | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | მასალა - ფანქარი, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ კვლევაში [Leitzmann et al., 2004], ეაკულაციის სიხშირე [სულ მცირე, 21 ეაკულაცია თვეში, და შვიდი ან ნაკლები - საპირისპიროდ, როგორც დაბალი სიხშირე] პროსტატის სიმსივნის შემცირებულ რისკებს დაუკავშირდა. ამ გამოკითხვის ფარგლებში, 40-დან 75 წლის 50 000 კაცი გამოკითხეს. დათვლის დროს მეცნიერებმა დათვალეს და გაითვალისწინეს ეაკულაციის რაოდენობა როგორც პენეტრაციის დროს, ასევე მასტურბაციის დროს. ამასთან ერთად, მეცნიერებმა იფიქრეს, რომ ეაკულაცია ათავისუფლებს პროსტატს კარცინოგენული ნივთიერებებისგან. ასევე ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნა, რომელსაც ეაკულაცია იწვევს, შესაძლოა იყოს კავშირში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის რისკების შემცირებასთან.
კაცის გარდაცვალება სექსის დროს
რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი-მიმოხილვა არსებობს კოიტუსის [უშუალოდ სექსის დროს, როცა პენისი ვაგინაშია] პროცესში გარდაცვალების სტატისტიკასთან დაკავშირებით. ასეთ დროს ფოკუსი სულ კაცებზეა და ქალებზე ცოტა რამ არის აღწერილი. სამედიცინო შემოწმების დოკუმენტაცია შემდეგ ვითარებას აღწერს “სიკვდილს სექსის დროს”, როცა ქცევის მოდელები დაახლოებით მსგავსია: “გარდაცვლილი, როგორც წესი, დაქორწინებული კაცია; ის არის ქალთან, რომელიც მისი ცოლი არ არის. სიკვიდილის წინ არის კარგად ნაჭამი და ცოტა ალკოჰოლიც აქვს მიღებული” [A.W. Green, 1975]. ავტორები Garner და Allen [1989], რომლებიც ასეთ სიკვდილს “სიყვარულში გარდაცვალებას” ეძახიან, ციტირებენ კვლევას, რომლის თანახმადაც, 20 ასეთი კოიტუსიდან 14 ქორწინების გარეთ, სხვა ქალთან, ჰქონდა კაცს. საერთო ჯამში, 5 559 ასეთი აღწერილი შემთხვევიდან 0.3 პროცენტს მოჰყვა მოულოდნელი სიკვდილი. ეს ავტორები სხვა ავტორსაც ციტირებენ, სადაც “გულის მწვავე უკმარისობა კოიტუსით და შესაბამისი გულის აჩქარებით და სისხლის წნევით არის გამოწვეული, მაგრამ ასეთი ფაქტები მაინც ძალიან იშვიათად ხდება: საშუალოდ 500-დან სამ კაცში .”
კოიტუსი | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | მასალა - ფანქარი, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა
Garner და Allen-მა დასკვნეს, რომ კოიტუსის დროს სიკვდილი ძალიან იშვიათია, თუმცა, თუკი ასეთი მაინც არსებობს საშუალო ასაკისა და სოციალური კლასის მამაკაცში, ეს ნამდვილად არ ხდება მის ცოლთან, რომელთანაც ბოლო ოცი წელი ცხოვრობდა და არც მათ საწოლ ოთახში აღსრულდება ეს ყოველივე.”
ბევრი მსგავსი კვლევა რომ შევაჯამოთ, იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ ორგაზმი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, გარდა ძალიან, ძალიან მცირე პროცენტულობა კაცებისა და ქალებისთვის, რომლებსაც გულის დაავადებების სპეციფიური მდგომარეობები აწუხებთ და რომლის გათვალისწინება აუცილებელია, გულზე ზედმეტი დატვირთვის თავიდან აცილების მიზნით.