2024-09-19

  • NASA-ს გამოთვლებით, 2024 წლის აგვისტო ყველაზე ცხელი იყო
  • Cover photo: NASA Climate Change | მთავარი ფოტო: NASA კლიმატის ცვლილება

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის [NASA] ახალი მონაცემების მიხედვით2024 წლის აგვისტო ყველაზე ცხელი იყო, ისტორიული დაკვირვების განმავლობაში, რომელიც NASA-მ 145 წლის წინ დაიწყო.

    2024 წლის აგვისტოს საშუალო წლიური ტემპერატურა ანომალური იყო და 1951-1980 წლების აგვისტოს თვეების საშუალო წლიურ ტემერატურას 1.30°C-ით აღემატებოდა.  

    ყველაზე ცხელი იყო გასული სამი თვეც, იმავე მონაცემების მიხედვით, რომლის შეგროვება NASA-მ 1880 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.