მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ “კაქტუსს” მიაწოდა, საქართველოში COVID-19 კლინიკებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი და კლინიკების მიხედვით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია.
საქართველოში COVID-19 კლინიკებში სიკვდილიანობაზე აქამდე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემები არ გამოუქვეყნებია. მსგავსი მონაცემები ან ანგარიში არც COVID-19-ის მართვის კლინიკურ ჯგუფს გამოუცია, პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგაც კი.
“კაქტუსისთვის” მიწოდებული ეს ინფორმაცია პირველია ამ მიმართულებით, თუმცა, არასრულია და მდგომარეობის უკეთ გასაგებად, ბევრი პირველადი თუ დამხმარე მონაცემის თუ ცვლადის დამატებას საჭიროებს.
საქართველოში COVID-19 კლიკინებში მდგომარეობაზე ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის 26 დეკემბერს ისაუბრა. მისი თქმით, კლინიკების მუშაობის შესაფასებლად სამინისტრომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი მოიწვია შვეიცარიიდან და მდგომარეობა შეაფასებინა.
“მან დადო საკმაოდ საინტერესო დასკვნა, რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ კლინიკურ სექტორში გვაქვს. და ამ მიმართულებით, ასევე გაიცა რეკომენდაციები,” - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, დასკვნის შესახებ ყველა ჩართულ კლინიკას ეცნობა საკუთარი შედეგი და შეიქმნა ცალკე ჯგუფიც, რომელიც COVID-19 კლინიკებთან ამ მიმართულებით მუშაობს და სიტუაციის გამოსწორებისკენ ნაბიჯებს თანდათან დგამს.
რა ირკვევა მონაცემებიდან?
ჰოსპიტლების 21% - ში სიკვდილობა 12% -ზე მაღალია. მოწოდებული ინფორმაცია აჯამებს 114 როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული კლინიკის მაჩვენებლებს.
დიდი განსხვავებაა სხვადასხვა ჰოსპიტლების სიკვდილობის მაჩვენებელს შორის: ერთ-ერთ კლინიკაში გარდაცვალების მაჩვენებელი 100% იყო, მეორეში - 40%, ხოლო მესამეში - 0.08 %.
"კატასტროფული სურათია," - უთხრა "კაქტუსს" ირაკლი სასანიამ, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, რომელიც გამოქვეყნებამდე გაეცნო მონაცემებს. - “სიკვდილობის ასეთი მაღალი მაჩვებლებისა და ვარირების მიზეზად შესაძლოა ჩათვალოს ის, რომ, რატომღაც, შესაძლოა, შერჩევითად ხვდებოდნენ მძიმე პაციენტები იმ კლინიკებში, სადაც მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი. ან სახეზე იყო მკურნალობისა და პაციენტის მართვის არასტანდარტულობა, ცოდნის და კვალიფიკაციის დეფიციტი, არსათანადო აპარატურა, არაადექკვატური ადმინისტრირება, ან ყველაფერი ერთად.”
პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 7 დეკემბრამდე საქართველოში კოვიდ კლინიკებმა ჯამში 194 501 COVID-19 პაციენტი გაატარეს. მათგან, ხსენებული თარიღის ჩათვლით, გარდაიცვალა 12 519 მოქალაქე, ანუ ჰოსპიტლებში მიღებული პაციენტების 6.44 %.
მიღებული მონაცემების შეზღუდვები
მოწოდებული მონაცემები დაუმუშავებელია და სრული სურათის დასანახად, ინტერპრეტაციისა თუ დისკუსიისთვის ბევრი მაჩვენებელი აკლია.
ათვლის თარიღი: მონაცემებში მოცემულია კვლევის დასასრული თარიღი - 2021 წლის 7 დეკემბერი, მაგრამ არ არის მოცემული კვლევის დასაწყისი თარიღი.
დინამიკა დროში: მონაცემები არ არის ჩაშლილი თვეების ან კვირების მიხედვით, რომელიც გარდაცვალების დინამიკის დროში უკეთ დასანახად საინტერესო იქნებოდა.
პაციენტის მონაცემები: მონაცემებში განხილული არაა პაციენტების სქესი და ასაკი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიღების მომენტში, იმუნური სტატუსი, თანმხლები დაავადებები, გარდაცვალების პირდაპირი მიზეზები.
ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსები ჰოსპიტლებში: საწოლების რაოდენობა, მათ შორის, თერაპიულ პალატასა და რეანიმაციაში, და სამედიცინო მუშაკების რაოდენობა და კვალიფიკაცია.
ირაკლი სასანიას თქმით, სწორი და სამართლიანი დასკვნებისათვის, მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას შემდეგი და მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, შეფასდეს სიკვდილობის მაჩვენებლები:
1.1. პაციენტების სქესი, ასაკი,
1.2. საცხოვრებელი,
1.3. თანმხლები დაავადებები,
1.4 ინტუბაციისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენების მაჩვენებელი კონკრეტულ კლინიკაში,
1.5. ჰოსპიტალში დაყოვნების დრო,
1.6. ჰოსპიტლის პროფილის [მრავალ/მონო/სერვისების რაოდენობა] მიხედვით;
1.7. Case Mix Index - შემთხვევათა შეწონვის ინდექსი - [გამოხატავს გატარებულ დაავადებათა/შემთხვევათა კომპლექსურობას და სიმძიმეს] მიხედვით, რაც საქართველოში არ არის დანერგილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა.
სასანიას თქმით, ეს მონაცემები დამფინანსებელს [ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს] მიცემდა საშუალებას: 1) საავადმყოფოები დაეჯგუფებინა დონეების მიხედვით, 2) შესაბამისად, პაციენტების გადაენაწილებინა სიმძიმის მიხედვით შესაბამისი დონის კლინიკაში, 3) სტანდარტული მიდგომების დაენერგა, 4) სიკვდილობის საშუალო მაჩვენებლების დაედგენა, როგორც სტანდარტის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე კარგი ბაზისის შექმნას სამომავლოდ, კონტრაქტორების ოპტიმალურად ასარჩევად.
გარდაცვალების მაჩვენებლები COVID-19 კლინიკების მიხედვით
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” - გაატარა 6 452 პაციენტი, გარდაიცვალა - 509 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 7.89 %]
-
სააქციო საზოგადოება „ევექსის ჰოსპიტლები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი - გაატარა 5 688 პაციენტი, გარდაიცვალა - 479 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 8.42 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჯეო ჰოსპიტალს” - გაატარა 5 502 პაციენტი, გარდაიცვალა 472 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 8.58 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური" - გაატარა 5 414 პაციენტი, გარდაიცვალა 236 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 4.36 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო - გაატარა 5 378, პაციენტი, გარდაიცვალა 219 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 4.07 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა” - გაატარა 5 370 პაციენტი, გარდაიცვალა 157 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 2.92 %]
-
სსიპ "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა" - გაატარა 5 272, გარდაიცვალა 272 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 5.16 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "BROTHERS" - გაატარა 4 999, გარდაიცვალა 168 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 3.36 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” [რუხი] - გაატარა 4 814 პაციენტი, გარდაიცვალა 358 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 7.44 %]
-
სააქციო საზოგადოება “საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება” - გაატარა 4 640 პაციენტი, გარდაიცვალა 282 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 6.08 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გორმედი” - გაატარა 4 456 პაციენტი, გარდაიცვალა 380 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 8.53 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” - გაატარა 4 351, გარდაიცვალა 242 [გარდაცვალების მაჩვენებელი -5.56 %]
-
სააქციო საზოგადოება „ევექსის ჰოსპიტალები“ - ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა - გაატარა 4 280 პაციენტი, გარდაიცვალა 5 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.12 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი” - გაატარა 4 189 პაციენტი, გარდაიცვალა 220 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 5.25 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” - გაატარა 3 994 პაციენტი, გარდაიცვალა 187 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 4.68 %]
-
ა(ა)იპ "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" - გაატარა 3 957 პაციენტი, გარდაიცვალა 345 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 8.72 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი” - გაატარა 3 880 პაციენტი, გარდაიცვალა 99 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 2.55 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “კლინიკა ბომონდი” - გაატარა 3 773 პაციენტი, გარდაიცვალა 208 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 5.51 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მცხეთის სამედიცინო ცენტრი" - გაატარა 3 550, გარდაიცვალა 334 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 9.41 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ვივამედი” - 3 507, გარდაიცვალა 244 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 6.96 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მედალფა” - გაატარა 3 413, გარდაიცვალა 44 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 1.29 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის ჰოსპიტლები"- ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი - გაატარა 3 278 პაციენტი, გარდაიცვალა 316 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 9.64 %]
-
სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი - გაატარა 3 056 პაციენტი, გარდაიცვალა 157 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 5.14 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ბათუმის სამედიცინო ცენტრი" - გაატარა 3 036 პაციენტი, გარდაიცვალა 356 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 11.73 %]
-
სააქციო საზოგადოება “ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” - გაატარა 3 000 პაციენტი, გარდაიცვალა 44 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 1.47 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჰოსპიტალ სერვისი” - გაატარა 2 862 პაციენტი, გარდაიცვალა 167 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 5.84 %]
-
სააქციო საზოგადოება “გერმანული ჰოსპიტალი” - გაატარა 2 831 პაციენტი, გარდაიცვალა 331 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 11.69 %]
-
სააქციო საზოგადოება “ქობულეთის სამედიცინო ცენტრი” - გაატარა 2 831, გარდაიცვალა 94 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 3.32 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო” - გაატარა 2 744 პაციენტი, გარდაიცვალა 142 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 5.17 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "იმერმედი" - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი [თერჯოლამედი] - გაატარა 2 660 პაციენტი, გარდაიცვალა 304 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 11.43 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის ჰოსპიტლები" - მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი - გაატარა 2 638 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.08 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" - გაატარა 2 516 პაციენტი, გარდაიცვალა 318 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 12.64 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” - გაატარა 2 308 პაციენტი, გარდაიცვალა 139 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 6.02 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "კლინიკა რუსთავი" - გაატარა 2 028 პაციენტი, გარდაიცვალა 208 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 10.26 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “არქიმედეს კლინიკა” - გაატარა 1 970 პაციენტი, გარდაიცვალა 167 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 8.48 %]
-
სააქციო საზოგადოება "რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო" - გაატარა 1 846, გარდაიცვალა 214 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 11.59 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის ჰოსპიტლები"- ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი - გაატარა 1 836 პაციენტი, გარდაიცვალა 184 გარდაცვალების მაჩვენებელი - 10.02 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” - გაატარა 1 807, გარდაიცვალა 160 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 8.85 %]
-
სააქციო საზოგადოება "ლაზიკა მედი" - გაატარა 1 801 პაციენტი, გარდაიცვალა 11 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.61 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის ჰოსპიტლები" – ფოთის ჰოსპიტალი - გაატარა 1 770 პაციენტი, გარდაიცვალა 18 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 1.02 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “პირველი სამედიცინო ცენტრი” - გაატარა 1 757 პაციენტი, გარდაიცვალა 66 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 3.76 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა” - გაატარა 1 682 პაციენტი, გარდაიცვალა 331 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 19.68 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი - რუსთავი" - გაატარა 1 661 პაციენტი, გარდაიცვალა 171 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 10.30 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო - ბომონდი” - გაატარა 1 622 პაციენტი, გარდაიცვალა 56 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 3.45 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თელავის რაიონული საავადმყოფო” - გაატარა 1 553 პაციენტი, გარდაიცვალა 119 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 7.66 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" - გაატარა 1 522 პაციენტი, გარდაიცვალა 223 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 14.65 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ფერომედი” - გაატარა 1 504 პაციენტი, გარდაიცვალა 34 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 2.26 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ბოლნისის ცენტრალური კლინიკა" - გაატარა 1 367 პაციენტი, გარდაიცვალა 135 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 9.88 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო - "წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი” - გაატარა 1 290 პაციენტი, გარდაიცვალა 70 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 5.43 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა" - გაატარა 1 285 პაციენტი, გარდაიცვალა 18 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 1.40 %]
-
სააქციო საზოგადეობა “კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” - გაატარა 1 215 პაციენტი, გარდაიცვალა 150 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 12.35 %]
-
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი - გაატარა 1 146 პაციენტი, გარდაიცვალა 99 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 8.64 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ქართულ - ჰოლანდიური ჰოსპიტალი” - გაატარა 1 101 პაციენტი, გარდაიცვალა 117 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 10.63 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ახალციხის კლინიკა იმედი” - გაატარა 1 073 პაციენტი, გარდაიცვალა 45 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 4.19 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის ჰოსპიტლები – ქობულეთის ჰოსპიტალი” - გაატარა 961 პაციენტი, გარდაიცვალა 13 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 1.35 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ოპტიმალ მედი” - გაატარა 955 პაციენტი, გარდაიცვალა 103 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 10.79 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისი სითი მედიქალ" - გაატარა 950 პაციენტი, გარდაიცვალა 127 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 13.37 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური, გადაუდებელი დახმარების ცენტრი” - გაატარა 929 პაციენტი, გარდაიცვალა 176 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 18.95 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “5 კლინიკური საავადმყოფო” - გაატარა 921 პაციენტი, გარდაიცვალა 128 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 13.90 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მედალფა - ოზურგეთი” - გაატარა 910 პაციენტი, გარდაიცვალა 43 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 4.73 %]
-
სააქციო საზოგადოება „ევექსი ჰოსპიტალები“ - თელავის რეფერალური ჰოსპიტალი - გაატარა 857 პაციენტი, გარდაიცვალა 62 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 7.23 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “სენა-მედი” - გაატარა 847 პაციენტი, გარდაიცვალა 101 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 11.92 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ავერსის კლინიკა” - გაატარა 809 პაციენტი, გარდაიცვალა 134 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 16.56 %]
-
სააქციო საზოგადოება “ჯერარსი” - გაატარა 776 პაციენტი, გარდაიცვალა 116 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 14.95 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "გადაუდებელი მედიცინის ცენტრი" - გაატარა 762 პაციენტი, გარდაიცვალა 133 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 17.45 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი" - გაატარა 708 პაციენტი, გარდაიცვალა 17 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 2.40 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკ" - გაატარა 682 პაციენტი, გარდაიცვალა 76 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 11.14 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის ჰოსპიტლები - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი” - გაატარა 659 პაციენტი, გარდაიცვალა 57 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 8.65 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი” - გაატარა 641 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.31 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო” - გაატარა 637 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.31 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა” - გაატარა 599 პაციენტი, გარდაიცვალა 70 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 11.69 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის კლინიკები - ადიგენის კლინიკა” - გაატარა 594 პაციენტი, გარდაიცვალა 8 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 1.35 %]
-
სააქციო საზოგადეობა "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი" - გაატარა 509 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.39 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ალიანს მედი" - გაატარა 497 პაციენტი, გარდაიცვალა 5 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 1.01 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მედალფა" - გაატარა 482 პაციენტი, გარდაიცვალა 24 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 4.98 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი” - გაატარა 464 პაციენტი, გარდაიცვალა 71 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 15.30 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მედალფა-ლანჩხუთი” - გაატარა 460 პაციენტი, გარდაიცვალა 13 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 2.83 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,უნიქალმედი" - გაატარა 457 პაციენტი, გარდაიცვალა 110 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 24.07 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ფოთის ცენტრალური საავადმყოფო - ბომონდი” - გაატარა 446 პაციენტი, გარდაიცვალა 44 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 9.87 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ნიუ ჰოსპიტალს” - გაატარა 429 პაციენტი, გარდაიცვალა 52 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 12.12 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მედალფა - კასპი” - გაატარა 377 პაციენტი, გარდაიცვალა 25 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 6.63 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯეო ჰოსპიტალს" - გაატარა 369 პაციენტი, გარდაიცვალა 8 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 2.17 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის კლინიკები - ნინოწმინდის კლინიკა” - გაატარა 350 პაციენტი, გარდაიცვალა 18 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 5.14 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" - გაატარა 323 პაციენტი, გარდაიცვალა 30 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 9.29 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი” - გაატარა 290 პაციენტი, გარდაიცვალა 12 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 4.14 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მედ ჯორჯია" - გაატარა 277 პაციენტი, გარდაიცვალა 64 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 23.10 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სამკურნალო-სადიაგნოსტიკო ცენტრი სამგორი მედი" - გაატარა 248 პაციენტი, გარდაიცვალა 32 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 12.90 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის,შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი" - გაატარა 246 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.81 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თიმი-თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” - გაატარა 227 პაციენტი, გარდაიცვალა 25 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 11.01 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის ჰოსპიტლები" - ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - გაატარა 198 პაციენტი, გარდაიცვალა 6 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 3.03 %]
-
სააქციო საზოგადეობა "ევექსის კლინიკები - წალენჯიხის კლინიკა” - გაატარა 198 პაციენტი, გარდაიცვალა 1 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.51 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “პარტნიორობა მეტაკო-ს წარმომადგენლობა საქართველოში” - გაატარა 192 პაციენტი, გარდაიცვალა 42 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 21.88 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ლილოს სამედიცინო ცენტრი” - გაატარა 189 პაციენტი, გარდაიცვალა 26 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 13.76 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის კლინიკები - ხონის კლინიკა” - გაატარა 183 პაციენტი, გარდაიცვალა 1 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.55 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი" - გაატარა 156 პაციენტი, გარდაიცვალა 1 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.64 %]
-
სააქციო საზოგადეობა "ევექსის კლინიკები - ყვარელის კლინიკა” - გაატარა 146 პაციენტი, გარდაიცვალა 1 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.68 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “MCI Group” - გაატარა 138 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 1.45 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი” - გაატარა 136 პაციენტი, გარდაიცვალა 19 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 13.97 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის კლინიკები - შუახევის კლინიკა” - გაატარა 132 პაციენტი, გარდაიცვალა 1 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 0.76 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის კლინიკები - ქედის კლინიკა” - გაატარა 122 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 1.64 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "არქიმედეს კლინიკა" - გაატარა 101 პაციენტი, გარდაიცვალა 8 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 7.92 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის ჰოსპიტლები – ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი” - გაატარა 101 პაციენტი, გარდაიცვალა 6 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 5.94 %]
-
სააქციო საზოგადოება "ევექსის კლინიკები- წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრი” - გაატარა 97 პაციენტი, მიიღო 4 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 4.12 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ახალი კლინიკა" - გაატარა 94 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 2.13 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თბილისის გულის ცენტრი” - გაატარა 85 პაციენტი, გარდაიცვალა 18 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 21.18 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ვიტამედი” - გაატარა 81 პაციენტი, გარდაიცვალა 8 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 9.88 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო” - გაატარა 48 პაციენტი, გარდაიცვალა 11 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 22.92 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია” - გაატარა 47 პაციენტი, გარდაიცვალა 10 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 21.28 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “კავკასიის მედიცინის ცენტრი” - გაატარა 28 პაციენტი, გარდაიცვალა 9 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 32.14 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" - გაატარა 15 პაციენტი, გარდაიცვალა 4 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 26.67 %]
-
ა(ა)იპ ჯო ენის სამედიცინო ცენტრი - გაატარა 13 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 15.38 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" - გაატარა 5 პაციენტი, გარდაიცვალა 2 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 40.00 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი” - გაატარა 4 პაციენტი, გარდაიცვალა 1 [გარდაცვალების მაჩვენებელი - 25.00 %]
-
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი," დმანისი - გაატარა ერთი პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა [გარდაცვალების მაჩვენებელი - 100 %]
ა.შ.შ.-ში ჩატარებული ახალი კვლევა
კლინიკების ეროვნული კვლევის ფარგლებში [The National Hospital Care Survey], ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის 18 მარტსა და 2021 წლის 28 სექტემბრის შუალედში სხვადასხვა შტატში 42 კლინიკის მონაცემი შეაჯამეს.
კლინიკებში COVID-19 პაციენტების გარდაცვალების მაჩვენებელი დროის ამ მონაკვეთში ყველაზე მაღალი 2020 წლის 1 აპრილს იყო [23.2 %], შემდეგ კი იკლებდა და ყველაზე დაბალი - 2021 წლის 22 სექტემბერს [2.8 %] იყო.
ჰოსპიტალში სიკვდილიანობის შეფასება რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია იმიტომ, რომ ერთმანეთთან შედარებადი არ არიან არა მხოლოდ კლინიკები, არამედ პაციენტებიც.
“კლინიკაში სიკვდილიანობის გასააზრებლად ერთი საზომის, ან ერთი მიდგომის გამოყენება შეცდომაა და მცდარად მოიაზრებს, რომ კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტები ერთნაირი ჯგუფია; პაციენტები კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველა ჯგუფი უნიკალურია და თითოეული ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. უნდა ითქვას, რომ რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები, თითოეულ ჯგუფთან მიმართებაში, დაეგვეხმარებოდა სიტუაციის უკეთ შესწავლასა და გამოსწორებისკენ მიმავალ გზაზე,” - ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Clinical Medicine-ში გამოქვეყნდა, მოსაზრების ავტორები კი დიდ ბრიტანეთში მუშაობენ და კლინიკებში შესაბამის განყოფილებაზე აგებენ პასუხს.
ავტორების აზრით, კლინიკაში გარდაცვალების მიზეზების შესაფასებლად ამჟამინდელი მიდგომები და კრიტერიუმები რთულია, მათი ნაწილი სადავოა და რთულად გასაგები.
“ბევრი პაციენტის გარდაცვალება გარდაუვალია, მაგრამ უკეთეს პირობებში ზოგი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. პაციენტების ნაწილი მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებს, ნაწილი - არა,” - ასკვნიან ავტორები.