2024-07-30

  • NASA: 2024 წლის 22 ივლისი ისტორიულად რეკორდულად ცხელი იყო
  • Cover photo © NASA Climate Change

     

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს [NASA] გლობალური ყოველდღიური ტემპერატურის მონაცემების ანალიზის მიხედვით, 2024 წლის 22 ივლისი ყველაზე ცხელი დღე იყო წინა წლების ანალოგიურ დღეებთან შედარებით.

    მიმდინარე წლის 21 და 23 ივლისის ტემპერატურებმა ასევე გადააჭარბა მსგავს  ნიშნულებს, - 2023 წლის ივლისის შესაბამისი დღეების მონაცემებს.

    NASA-ს განცხადებით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დედამიწაზე ატმოსფერული ჰაერის დათბობის გამოკვეთილი ტენდენციაა, რომელიც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით, პირველ რიგში კი სათბურის ეფექტების მქონე გაზების გამოყოფით.