მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფში არსებობს მოსაზრება, რომ სექსუალური თვითგამოხატვა ადამიანის ორგანიზმში ავთვისებიანი უჯრედების გაჩენის რისკებს ამცირებს, რადგან ოქსიტოცინის მოზღვავება, რომელიც სექსუალური გაღიზიანების | აღგზნების დროს დგება კაცებსა და ქალებში, გარკვეული თეორიებით, კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მუშაობს.
1995 წელს მეცნიერმა ოდრი მურელმა [Murrell 1995] წარმოადგინა იდეა | თეორია, რომ ოქსიტოცინს, გარკვეულწილად, ძუძუს კიბოს პრევენცია შეუძლია, რომელიც შემდეგი მექანიზმით მუშაობს: ოქსიტოცინი ძუძუს ათავისუფლებს სითხისგან, რომელიც შეიცავს სიმსივნის გამომწვევ [კარცინოგენულ] თავისუფალ რადიკალებს [free radicals].
კვლევა, რომელიც საბერძნეთში ჩატარადა, 23 კაცში ძუძუს კიბოს გაჩენის მიზეზებს იკვლევდა. აღმოჩნდა, რომ არსებობს უარყოფითი კორელაცია ახალგაზრდობაში ორგაზმის სიხშირესა და სიმსივნური უჯრედების გაჩენას შორის [Patridou et al., 2000]. 23 კაცს, რომელთაც სიმსივნე გაუჩნდათ, საშუალოდ აღებული, უფრო ნაკლები ორგაზმი ჰქონდათ კვლევის საკონტროლო ჯგუფში შემავალ 76 სხვა მხრივ ჯანმრთელ კაცთან შედარებით. მეცნიერებმა ასევე ივარაუდეს, რომ თუკი ჰორმონი ტესტოსტერონი კაცის ორგანიზმში ნაკლებად ხშირად გარდაიქმნება ანდროგენულ ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონად, შესაძლოა, კაცის ორგანიზმში ძუძუს სიმსივნის გაჩენის რისკები გაიზარდოს.
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ძუძუში სიმსივნურ უჯრედების გაჩენას ჟანგბადშემცველი თავისუფალი რადიკალების მოძრაობა იწვევს, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის დაჭიმულობის დროს, პროლაქტინის ზემოქმედების გამო, გამოიყოფა და მიკროსისხლძარღვების იშემიას იწვევს. ძუძუს სიმსივნის გაჩენის რისკის ასაკში ძუძუს კერტის სათანადო მოუვლელობა სადინრის დახშობას იწვევს, რის გამოც ძუძუდან კარცინოგენის გამოდევნა ფერხდება. ძუძუს კერტის რეგულარული სტიმულაციის დროს ოქსიტოცინი გამოიყოფა, რომელიც დაჭიმულ მიოეპითელურ ქსოვილებს კუმშავს და ამოძრავებს, რის შემდეგად დაჭიმული ჯირკვალი მოეშვება, თავისუფლდება და ძუძუდან კარცინოგენული სითხე გამოიდევნება.
ძუძუს კერტის სტიმულირება | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | მასალა - ფანქარი, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა
ძუძუს კიბოს გავრცელების ეპიდემიოლოგია ასევე აჩვენებს, რომ ლაქტაცია [ჩვილის ძუძუთი კვება] ასევე სასარგებლოა ამ თვალსაზრისით. სექსუალური ქცევები უშვილო ქალებშიც კი იცავს მათ სიმსივნური უჯრედების გაჩენისგან, ვინაიდან სექსუალური ქცევების დროს ოქსიტოცინი გამოიყოფა როგორც კაცებში, ასევე ქალებში.
ოქსიტოცინის წარმოქმნა ძუძუს კერტის თვით-სტიმულირების, ასევე სექსისა და ლაქტაციის დროს, ასევე ორსულობის პერიოდში შესაძლოა გახდეს ძუძუს სიმსივნის წარმოქმნის პრევენციის საშუალება როგორც მენსტრუაციის, ასევე მენოპაუზის პერიოდში.
ნათელი არ არის, იწვევს თუ არა ოქსიტოცინის ხელოვნური შეყვანა ადამიანებში ორგაზმული შეგრძნების გამძაფრებას, მაგრამ ვირთხებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოქსიტოცინის ინექციამ სექსუალური იმპულსები გააძლიერა მდედრ ვირთხებში [Moody et al.,1994].
მდედრ ვირთხებში, ვაგინის, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის სტიმულირება სექსუალურ აღგზნებას იწვევდა სხვა მხრივ უგრძნობ ვირთხებში [Rodriguez-Sierra, Crowley & Komisaruk, 1975].