Cover photo: NASA Climate Change | მთავარი ფოტო: NASA კლიმატის ცვლილება
♦
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის [NASA] ახალი მონაცემების მიხედვით, 2024 წლის აგვისტო ყველაზე ცხელი იყო, ისტორიული დაკვირვების განმავლობაში, რომელიც NASA-მ 145 წლის წინ დაიწყო.
2024 წლის აგვისტოს საშუალო წლიური ტემპერატურა ანომალური იყო და 1951-1980 წლების აგვისტოს თვეების საშუალო წლიურ ტემერატურას 1.30°C-ით აღემატებოდა.
ყველაზე ცხელი იყო გასული სამი თვეც, იმავე მონაცემების მიხედვით, რომლის შეგროვება NASA-მ 1880 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.